Сообщения

Сообщения за май, 2017
ქეთევან მაჭარაშვილის პროექტის პორთფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული 
ტრენინგის მეცხრე დღე. დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-8 მოდული. ვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი. შევაფასეთ, ვისაუბრეთ ხარვეზებზე, კიდევ ერთხელ მივიღეთ რჩევები. შევაფასეთ ტრენინგი. ტრენინგი ჩემთვის იყო ბევრისმომცემი. ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. გავიარე ინტელის ძირითადი კურსი. ამ ტრენინგზე შევისწავლე პროექტებით სწავლება. განვიხილეთ, სასწავლო პროექტის გეგმაში: თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, შეფასების გეგმა, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და სხვა. მოვიფიქრეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე goოgle drive-ში მუშაობა, განვიხილეთ შეფასების სისტემები, გავეცანი უკუკავშირის მეთოდებს. გავიგე, რომ შეფასება მნიშვნელოვანია პროექტის მანსახორციელებლად. იგი უნდა გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობისას ყველა ეტაპზე, საჭიროებებიდან გამომდინარე. ვისწავლე როგორ შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში. ყუ
ტრენინგის მერვე დღე. დღევანდელ დღეს განვიხილეთ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან, პროექტზე მუშაობის დროს, სპეციალური მიდგომები და მუშაობის ინსტრუმენტები. ვისწავლეთ, პოვერპოინტში მომზადებული პრეზენტაციის, ატვირთვა ბლოგზე. ავტვირთე ბლოგზე ჩემი და მოსწავლის ნიმუშის საპრეზენტაციო სლიდშოუები. საინტერესო სატრენინგო დღე გამოგვივიდა.
ტრენინგის მეშვიდე დღე.  21.05.17        მეშვიდე სამუშაო სესიაზე განვიხილეთ მოდული მე-5 და მოდული მე-6, რომელიც პროექტის შეფასებას ეხებოდა. ვნახეთ სხვადასხვა აქტივობის შესაფასებელი კრიტერიუმები, რუბრიკები, ცხრილები. ვნახეთ, განვიხილეთ და მითითებები მივიღეთ ტრენერისაგან, ჩვენს მიერ შეგროვებულ და შექმნილ მასალებზე. ბევრი საკითხი უფრო ნათელი გახდა. საინტერესო და ნაყოფიერი დღე გამოვიდა.
ტრენინგის მეექვსე დღე. ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შვექმნით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლებთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას მომდევნო მოდულის „დაფიქრდი, გაუზიარე“ აქტივობისთვის. გავეცნობით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ  პროექტების შეფასების  ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, გამოვიყენეთ დარჩენილი დრო, რათა გადავხედოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშ
ტრენინგის მეხუთე დღე. დღეს გავიარეთ მოდული 2. ამ მოდულში მე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყე. პირველ რიგში, გამოვავლენე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოვკვეთე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგენე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები, შევქმნი შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გაზვომავ მოსწავლეთა საჭიროებებს. საინტერესო სატრენინგო დღე იყო. გმადლობთ.
ტრენინგის მეოთხე დღე. დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. შევისწავლე პროექტის  მოდული 2 სასწავლო პროექტის დაგეგმვა ამ მოდულში დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელის მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგენე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები, შევქმენი შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავ მოსწავლეთა საჭიროებებს. შევისწავლე ბლოგზე კომენტარის გაკეთება და ბლოგის დიზაინის შეცვლა. რაც საინტერესო და სახალისო იყო.