ტრენინგის მეექვსე დღე.
ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შვექმნით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით და განვაახლებთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას მომდევნო მოდულის „დაფიქრდი, გაუზიარე“ აქტივობისთვის.
გავეცნობით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს, გამოვიყენეთ დარჩენილი დრო, რათა გადავხედოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის ცესები და კანონები.
საკმაოდ დატვირთული სატრენინგო დღე იყო.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога