ტრენინგის მეოთხე დღე.

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. შევისწავლე პროექტის მოდული 2
სასწავლო პროექტის დაგეგმვა
ამ მოდულში დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა. პირველ რიგში, გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელის მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავისახე სასწავლო მიზნები, გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ, შევადგენე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმები, შევქმენი შეფასების რუბრიკები, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავ მოსწავლეთა საჭიროებებს.
შევისწავლე ბლოგზე კომენტარის გაკეთება და ბლოგის დიზაინის შეცვლა. რაც საინტერესო და სახალისო იყო. 

Комментарии

Популярные сообщения из этого блога