ტრენინგის მეცხრე დღე.
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მე-8 მოდული. ვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავაკეთეთ უკუკავშირი. შევაფასეთ, ვისაუბრეთ ხარვეზებზე, კიდევ ერთხელ მივიღეთ რჩევები. შევაფასეთ ტრენინგი. ტრენინგი ჩემთვის იყო ბევრისმომცემი. ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
გავიარე ინტელის ძირითადი კურსი. ამ ტრენინგზე შევისწავლე პროექტებით სწავლება. განვიხილეთ, სასწავლო პროექტის გეგმაში: თემის მონახაზი, თემის საფუძვლები, შეფასების გეგმა, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები და სხვა. მოვიფიქრეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე goოgle drive-ში მუშაობა, განვიხილეთ შეფასების სისტემები, გავეცანი უკუკავშირის მეთოდებს. გავიგე, რომ შეფასება მნიშვნელოვანია პროექტის მანსახორციელებლად. იგი უნდა გამოვიყენოთ პროექტზე მუშაობისას ყველა ეტაპზე, საჭიროებებიდან გამომდინარე. ვისწავლე როგორ შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში. ყურადღებით განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, რაც დაგვეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში. საინტერესო იყო ფასილიტაციის რესურსის გაცნობა.
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები.
გავაკეთეთ პრეზენტაციები. ელექტრონული პორთფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთეთ რეფლექსია.
ტრენინგი ჩემთვის იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი მომავალი პრაქტიკისთვის. პროექტებით სწავლება მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და სასწავლო სტანდარტის მიღწევაში.
მადლობა ჩვენს ტრენერს დიანა მიქაძეს საინტერესო ტრენინგისათვის. მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და კორპორაცია ინტელს.
ქეთი ძალიან მომეწონა მთელი ტრენინგის დროს თუ როგორ აქტიურად იყავი ჩართული ტრენინგის მსვლელობის პროცესში. დიდი მადლობა რჩევებისთვისაც.
ОтветитьУдалитьმადლობას გიხდი ხათუნა შეფასებისთვის. გეპატიჟები პრეზენტაციასე.
Удалитьქეთი ძალიან მომეწონა შენი პროექტი საინტერერესო და მრავალფეროვანია.
ОтветитьУдалить